Saturday, August 31, 2024

დედას!

 დედას!

უცხო სიყვარულით ვიმზირები,
ღმერთო, ამიხდინე ეს სიზმრები,
დედაჩემს, ფერმიხდილს, ცოცხალს ვხედავ,
გვერდზე მისჯდომია ქრისტეს დედას.
ვფიქრობ, რად მაჩვენე სასწაული,
მე ხომ ამოგივსე საწყაული,
ცოდვებს კიდევ ცოდვებს ვამატებდი,
სიზმრად დარჩა ნანი - ნანატრები.
დედას, ჩემს დედას არ ვაფასებდი,
გულით მარგალიტით ხალასებით,
ახლა ქრისტეს დედას მისჯდომია,
იქვე დედა არის სიდონია.
ჩემზე თუ წუხს და ევედრება,
ჩემი ალერსი თუ ენატრება,
დედაო, მარიამ, შეიწყალე,
მე იმის თვალებს ვენაცვალე!
მაია დიაკონიძე
28.08.2024 წელი

No comments:

Post a Comment