თუ გინდა ერი და კულტურა გაანადგურო, უნდა ჩამოშალო ოჯახის ინსტიტუტი და ფენომენი, მოშალო განათლების სისტემა და მესამე, გმირობის მაგალითები დაუკარგო და აღარ ასწავლო ბავშვებს.
დიდება ჩვენს გმირებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს 2008 წლის აგვისტოს ომში. არასაოდეს დაგვევიწყებინოს მათი სახელები. მე გამეხარდებოდა, მათი სახელებით და გვარებით დახატულ მაისურებს თუ ატარებდა ჩვენი ახალგაზრდობა. ჩემი ინიციატივა იყოს, იქნებ ვინმემ განახორციელოს კიდეც.
თავდადებულებს დიდება!
ვინაც ქვეყნისთვის იბრძოლა,
ახლაც იომოს, მზად არის,
არვის სურს იყოს წიწოლა,
ყველა მოყმეა თამარის.
მზე ადისა და ჩამოდის,
კვერცხი მის შუქზე ბარტყდება,
შარავანდედი გადმოსდის,
ვინც არასოდეს არ ტყდება.
ვინაც ლუხუმის შვილია,
ვინაც შვილია ლელასი,
მისი სიმღერაც ტკბილია,
ვით ჰანგი ,,ოროველასი".
ჰოი, ქამარო, ხანჯალო,
ჰოი, ცხენო და აბჯარო,
განა ყოფილხარ, საჯავრო,
დადუღებულო მაჭარო.
გაიფარჩება მზის შუქი,
სხივები სხივებს მიჰყვება,
ცა ლურჯია და სალუქი,
თავდადებულებს დიდება!
მაია დიაკონიძე
8.08.2024 წელი
No comments:
Post a Comment