მუზა
ნეტავ საით გამეპარა ჩემი მუზა,
აგერ ვხედავ, რომ ფოთლებში თამაშობს,
დაჰფენია ოქროსფერი თავზე გრუზად,
ვუყურებდი შორით იმის სილამაზეს,
ამიჭრელდა ამ ფერებში თვალები,
შემოდგომა რომ უგებდა ფიანდაზებს,
ჭინკასავით ხტოდა ცეცხლის ალებში.
დავავიწყდი, მეგონა, არ შემომხედა,
ფოთლებს გაჰყვა, კორიანტელს ქარისას,
დედამიწის ზურგზე ვდგავარ ცეროდენა,
ტყვე გავმხდარვარ მისი ჯადო ძალისა.
მაია დიაკონიძე
26.08.2024 წელი
No comments:
Post a Comment