როცა ვუყურებ!
ეს გული რად ხტის ჯეირანივით,
როცა ვუყურებ ქართლის ლურჯ მინდვრებს,
უფალთან ლოცვის მეტი რა მიდის,
სულ
ვიმეორებ, კიდევ და კიდევ:
,,აცოცხლე შენი ერი რჩეული,
მზე ოქრო-ლალად სხივებსა ცრიდეს,
მტერი რომ დარჩეს მარად ძლეული,
ჩვენ კი სიკეთის ყანებსა ვმკიდეთ."
მაია დიაკონიძე
13.08.2024 წელი
No comments:
Post a Comment