Saturday, August 31, 2024

სახუმარო (მუზა)

 სახუმარო

პარნასიდან ამ მუზებმა
გეზი სხვისკენ აიღეს,
მე არაფრად არ ჩამაგდეს,
სულ სხვას მიეხალისენ,
მგონი აქეთ გადმოსახლდნენ,
მთას ეძებენ სავანედ,
ამოდენა პოეტებთან
შორს არ იყვნენ სავალზე.
ვინ პეგასი შეიკაზმა,
ვინ - ფაფარა რაშები,
პოეზიის მწვერვალებზე
კი აიღეს საშვები.
ახლა კიდევ დანარჩენი
ვფუჩუნობთ და ვფაჩუნობთ,
იქნებ მუზამ რომელიმეს
კარგი ლექსი გვაჩუქოს.
მაია დიაკონიძე
24.08.2024 წელი

No comments:

Post a Comment