ვახ, გადავირიე, ვუყურებ ახლა ვიდეოებს, ჩანაწერებს სხვადასხვა ჯურის და რანგის ფსიქოლოგების და რა მესმის, კაცი თუ უიღბლოა, მუქთახორა, არაფრის გამკეთებელი, ზარმაცი, ცოლების ბრალი ყოფილა, ამ ნაკლში ადანაშაულებენ ცოლები და ისინიც თურმე ქვეშეუცნობლად ასეთები ხდებიან. ახლა ღალატიც, თურმე ქალის ბრალია, რასაც სახლში ვერ ღებულობს, იმას პოულობს გარეთო. ესე იგი, კაცი თუ გარყვნილია, ესეც ქალის ბრალი ყოფილა, მაშინ ქალიც დაიწყებს ძებნას, რასაც ოჯახში ვერ პოულობს და გავამართლოთ ღალატი?!
საბოლოოდ გამოდის, ქალი ყოფილა ამ ქვეყანაზე მთავარი დამნაშავე და კაცის უბედურება. ეს დასკვნა გამოვიტანე.
ერთი ანეგდოტი გამახსენდა: ეძახა ქალმა ქმარს: ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო, ჩემო მეფევ. გაიარა ცოტა ხანმა, ერთი ასეთი სეანსის დროსაც კაცი მიუტრიალდა ცოლს და უთხრა: ჰოდა ასეთი რომ ვარ, შე უბედურო, შენთან რა მინდა, წავედი ჩემს დედოფალთანო.
No comments:
Post a Comment