Wednesday, August 14, 2024

წვიმა და ზღვა

 წვიმა და ზღვა

წვიმის თითები იხლართება
ზღვის ლაღ ფაფარში,
მიჰქრის ზღვის რაში და თან მიაქვს
კაცთა ოცნება,
მაგრამ წვიმასაც, სურს გარიოს
ხელი მის თმაში
და დააყაროს წყლის წვეთები
ამურ-კოცნებად.
მაია დიაკონიძე
10.08.2024 წელი

No comments:

Post a Comment