არასწორი ფონია,
ასე მეუბნებიან,
მაგ შენს ნახატს, დაფიქრდი,
სულ სხვა ფონი სჭირდება.
მე კი ასე მგონია,
არც რომ მონაგონია,
ფონიც, ვით ყველაფერი,
ძვირდება და ძვირდება.
ფუნჯსაც ფული სჭირდება,
საღებავსაც , ტილოსაც,
რა ვქნა, ჩემი ნახატიც,
სულ უფონოდ იყოსა.
No comments:
Post a Comment