Tuesday, August 27, 2024

გიხმობ

 ფერებით გხატე აკრილის,

გზაზე შემომხვდი  მერე,

სულ შევისწავლე სანსკრიტი,

პასუხი ვკითხე ვედებს.

როგორ გაცოცხლდი, რაგვარად,

ჩემო აზრო და ფიქრო,

ყველა სევდა რომ ალაგმე,

ახლა ჩემს გვერდზე გიხმობ.




No comments:

Post a Comment