Sunday, August 18, 2024

გუშინღამ ვნახე წიქარა!

 აჭედილია კარები, ჩამოგდებული ნალით,

გელიან ნასახლარები გაცივებული ტანით,

შენც ნუ უგანებ, ქართველო, ისმინე მათი თხოვნა,

არ გესმის, ყოველ დილაზე შენთან ნიავს რომ მოაქვს.

ნუ მიატოვებ საფლავებს,  ნუ განარისხებ ჯვარ-ხატს,

ელოდებოდა  მურია შენი შვილისთვის  ნამატს,

გუშინღამ ვნახე წიქარა,  ბალახს შენს სახლთან ძოვდა,

უკანასკნელი მივეცი, რაც გულში სითბო მქონდა.



No comments:

Post a Comment