Friday, August 2, 2024

შეხვედრა სიკვდილთან

 სიკვდილს როგორი ფერი აქვსო, ერთ დღესაც მკითხეს,

მაგრამ რატომღაც მომეჩვენა, -ჰგავდა იმ შვიდ ფერს,

რისგანაც  ბრწყინავს მზის სხივები, სინათლის სპექტრი,

როცა მოვა და ორიოდე ტკბილ სიტყვას ვეტყვი:

- მოხვედი, ძმაო, წამიყვანო გინდა იმ შორეთს,

შემრიო უზღვავ, საუკუნო ტალახს და მორევს?!

მაგრამ ის მეტყვის: - საუკუნო ცხონება გელის, 

თუ კი აკეთე სიკეთე და ხარ ბედნიერი.



No comments:

Post a Comment