Thursday, August 15, 2024

ნიმფას მონოლოგი (სატრფიალოების ციკლიდან)


ნიმფას მონოლოგი
(პირველი ვარიანტი)
იმედის სხივო, შენ არ ჩამიქრე,
მიზნებისაკენ ჯიუტად ვივლი
და ნატვრის ხესთან რაც ჩავიფიქრე,
მსურს ავიხდინო ყველა სურვილი.
დიონისესთან დავიწინდები,
გავიბანები ციური ნამით,
მთიდან ეწვევა ტყეებს ბინდები,
მეტყევის ქოხში დავრჩებით ღამით.
ღვინით სავსეა თიხის ჯამები,
ვნებაც ისე დუღს, როგორც მაჭარი...
ზოგჯერ ოცნების რაღაც წამები,
მთელი ცხოვრების ტოლი რად არი?!
მაია დიაკონიძე
15.08. 2024 წელი

ნიმფას მონოლოგი
(მეორე ვარიანტი)
იმედის სხივო, შენ არ ჩამიქრე,
რომ არ გამიქრეს ტრფობის წყურვილი
და ნატვრის ხესთან რაც ჩავიფიქრე,
მსურს ავიხდინო ყველა სურვილი.
თვით სიყვარულზე დავიწინდები,
გავიბანები ციური ნამით,
მთიდან ეწვევა ტყეებს ბინდები,
მეტყევის ქოხში დავრჩებით ღამით.
ღვინით სავსეა თიხის ჯამები,
ვნებაც ისე დუღს, როგორც მაჭარი...
ზოგჯერ ოცნების რაღაც წამები,
მთელი ცხოვრების ტოლი რად არი?!
მაია დიაკონიძე
15.08. 2024 წელი

No comments:

Post a Comment