ლექსები
Friday, August 2, 2024
შოთა, მურმან და მუხრან (პატრიოტული)
შოთა, მურმან და მუხრან!
მზედ აწყობილხართ სისხლში,
შოთა, მურმან და მუხრან,
თქვენი ვარ ყველა მისხლით,
სხივი მეფრქვევა უხვად.
ვინ არ მტერობდა ამ სისხლს,
ოსმალ-მონღოლი, სპარსი,
უსხეს იმის და ამის,
მაინც ქართველის დარჩი.
მზედ აწყობილხართ სისხლში,
შოთა, მურმან და მუხრან,
თქვენი ვარ ყველა მისხლით,
სხივი მეფრქვევა უხვად.
მაია დიაკონიძე
2.08. 2024 წელი
No comments:
Post a Comment
Newer Post
Older Post
Home
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment