,,რასაც დასთეს, იმას მომკი"
(ქართული ანდაზა)
,,რასაც დასთეს, იმას მომკი",
ჩვენს წინაპრებს ასე უთქვამთ,
მაგრამ ხშირად სიყვარულში
სიძულვილი მომცეს ხურდად,
ატირებულს არ მიწამლეს,
როცა ზურგში ჩამცეს დანა,
მიკვირს ძლიერ, ეს ქვეყანა
ეშმაკებს თუ ანდეს განა.
სახლი მე რომ ავაშენე,
სულ უბრალო ჯარგვალია,
ყველა მორი სიკეთეა,
თავს დამნათის ცარგვალია..
მაია დიაკონიძე
31.08.2024 წელი
No comments:
Post a Comment