Wednesday, August 14, 2024

ყანიდან მწყერი ცვიოდა

 ***

ყანიდან მწყერი ცვიოდა,
როგორც მზეს ოქროს სხივები,
ნისლები მთად ადიოდა,
ყულმუხები და ცივები.
მთიდან რომ წყაროები დის,
წკრიალებენ ვით ზარები,
ტრიალებს ესე სამყარო,
ხანდახან შესაზარები.
აგერ არწივი დაეშვა,
ზეაიტაცა ნადავლი,
მგელი მგლობს, მაგრამ კაცის ძეს
ღალატში არ ჰყავს ბადალი.
მაია დიაკონიძე
13.08.2024 წელი

No comments:

Post a Comment