Monday, August 5, 2024

ის, რაც გულში ვერ ეტევა

*****
თითო გოჯ მიწას მივტირი,
მივტირი თითო ქართველს,
სტრიქონით, ფრაზით თუ სიტყვით,
ვიტყვი კი განა ამდენს?!
ის რაც გულში ვერ ეტევა,
ტკივილ-ნაკადად მოდის,
ცრემლმდინარეთა შეტევას,
ვეღარ გავუძლებ მგონი.
მაია დიაკონიძე
5.08.2024 წელი

No comments:

Post a Comment