Friday, August 16, 2024

მთაო!

მთაო!
მართალია, გული არა ბერდება,
მაგრამ ჭკნება ყვავილივით სხეული,
სული ზეცის ლურჯ სვეტებთან ერთდება,
თუკი იყავ საქმით გამორჩეული.
სხვისი ჭირი თუ არ გიჩნდა ჩხირადა,
სხვის ტკივილს თუ შენად დაატარებდი,
რაც ვიყავით, კვლავ ვიქცევით მიწადა,
და გავხდებით მთაზე ასატანები.
მთაო, ჩემი მიიბარე სხეული,
ვოცნებობდი, ვყოფილიყავ შენთანა,
მიმკურნალე, სულითა ვარ სნეული,
პირნათელი მინდა წარვსდგე ღმერთთანა.
მაია დიაკონიძე
16.08.2024 წელი





No comments:

Post a Comment