Wednesday, August 14, 2024

ვიღას უნდა წიგნები?!

ვიღას უნდა წიგნები?!
ვიღას უნდა წიგნები,
ვდგავარ ბუკინისტებში,
აგერ ნიშნიანიძე,
თან მოჰყვება სანიშნე,
ვფურცლავ, ეს რა გვერდია,
არც ცოტა, არც მეტია,
ყვება ბროწეულაზე,
რუსთაველის ქუჩაზე,
აგერ გალაკტიონზე,
ფიროსმანზე, სიონზე,
სიყვარულით ვიხუტებ,
აგერ ვხედავ ციყვუნებს,
საბავშვოა რაღაცა,
ბავშვს ვეძახი, - დამაცა,
ვერ ვეტევი კარებში,
ყველა მომაქვს თვალებით.
ვიღას უნდა წიგნები,
ვდგავარ ბუკინისტებში..
მაია დიაკონიძე
6.08.2024წელი

No comments:

Post a Comment