ამ გულის სათქმელი სტროფებად ავასხი,
ლექსებად ჩამოვქენ, ხეებზე დავკიდე,
გავაღე საბძელი, ნალია, მარანი,
მოველი ამინდებს.
სტუმრად მოვიწვიო ამქვეყნად ყოველი,
ვინც ჩემი ლექსები ხილივით გასინჯა,
და იმ დღეს მთრთოლვარე ხელებით მოველი,
გავშალო მაგიდა.
ამ გულის სათქმელი სტროფებად ავასხი,
ლექსებად ჩამოვქენ, ხეებზე დავკიდე,
გავაღე საბძელი, ნალია, მარანი,
მოველი ამინდებს.
სტუმრად მოვიწვიო ამქვეყნად ყოველი,
ვინც ჩემი ლექსები ხილივით გასინჯა,
და იმ დღეს მთრთოლვარე ხელებით მოველი,
გავშალო მაგიდა.
რაიც რომ მიყვარდა, არ ღირდა ნიყვადაც,
რომ უნდა მიყვარდეს, ხანდახან ვივიწყებ,
უფალო, მოდიხარ ფიქრად და სიტყვად და,
ლოცვასაც ჩემს გულში უჩუმრად ვღიღინებ.
კაეშანს რა ვუყო, თოვლს მოაქვს, წვიმასაც,
შენ თუ უარგყავი, მაშ სადღა მივიდე,
ჩემს თვალებს მზიანებს ზამთარი მიადგა,
თოვს და კვლავ შენამდე მოვყავარ ბილიკებს.
შენ ეტრფი მთებს და მჩქეფარე არაგვს,
მათ სიყვრულით დაგშანთა ღმერთმა,
ფირუზის თვალებს ნისლები ფარავს,
სულ გენატრება უძირო ზეცა,
როცა ბაღებში ყვავილებს ხედავ,
მამულის ია გახსენებს თავს და,
სამშობლოს სევდა თან დაგდევს ყველგან,
არაგვის შხეფი თილისმად გაგყვა.
როგორც სამყაროს საბან-სამოსი,
სხეულზე ისე გადაგიხურე,
ჩემი ყოფილხარ შენ ავგაროზი,
და არ გეგონოს, ახლა ვიხუმრე.
სულში სიავე დაფანტა ქარმა,
და სიკეთისკენ გახსნა აფრები,
წუთისოფელის ამ ერთმა მგზავრმა,
შენთვის გავაღე გულის კარები.
ქარი იძახის, ქარი ტირის და ქარი მოთქვამს,
ფანჯრების მინას ზედ ეხლება ასკილის ტოტი,
თუკი გიყვარდი, თუკი გწამდი, თუკი გინდოდი,
რაზედ მტოვებდი, რას მერჩოდი, რად გამირბოდი?!
გეგონა, ალბათ, უკვდავების შეხსნიდი კარებს,
გეგონა, ალბათ, სხვა მეორე შეგიყვარებდა,
ნუღარ მეძახი, ნუღარ რისხავ ცად დედო ზარებს,
მე აღარ მიღირს ეს ცხოვრება ტანჯვა-წვალებად.
შენ იყავ ბაღი, მე ვწვიმდი შენთვის,
რომ დამერწყულა გამშრალი მიწა,
რომ ვაზს გაედგა ძლიერი ფესვი,
რომ იქ ეფრინა შაშვსა და ციცარს.
შემოგვლებოდი ტანსა და მკერდზე,
გულზე, მუდამ რომ კარი აქვს ღია,
და სულ გეფიქრა წვიმის იმ წვეთზე,
შენს ტუჩ-ალუბალს რომ კოცნის ხშირად.
შენზე ნაფიქრალს ვუტოვებ ღამეს,
ოცნების თვალებს ვარსკვლავთა ჩარდახს,
სადღაც, სადღაც, სადღაც, სადღაც,
მე წავედი, ვიღაც დარჩა,ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ ბევრი ამას ვერ აცნობიერებს და თუ აცნობიერებს, არ უნდა ხელი გამოიღოს. ამაზე ათასობით მიტოვებული სახლი მეტყველებს. გაიარეთ საქართველოს გზებზე, შემოგვჩერებიან პატrონის მოლოდინში, თვალებჩაშავებულნი და პირდაღრეჯილნი. სახლიც ცოცხალი ორგანიზმია, პატრონის სახეა. მილიონზე მეტი ადამიანი საზღვარგარეთაა გასული, მიჰყავთ შვილები, შვილიშვილები, იქ გაზრდილი ბავშვები კი ქართველებად თავს აღარც მოიაზრებენ და არც უნდათ უკან დაბრუნება. აღარც იმ მშობლებს და პაპა-ბებიას უნდა აქ ცხოვრება, მიეჩვივნენ კომფორტს, ,,ნაპარიზალი", ,,ნარომალი" თუ ,,ნანიორკალი" აქ ტალახებში ხომ არ ავიზილებითო, ვიცი ბევრი ესეთიც, უიმე, გენაცვალე, ეს სად ცხოვროთო და ჩამოსულები უკან გაბრუნდნენ, აქ დარჩენილებიც შვილებს ისე ზრდიან, საზღვარგარეთ წადითო, ხდება დაშორიშორება დედა- შვილის, დედის ძუძუს მოწყვეტილი პირმშო კი გულგრილი იზრდება, უმრავლეს შემთხვევაში. გვახსოვს, საბჭოთა კავშირში იყო ,,მერვე პოლკი", ასე ვეძახდით, სპეცოპერაციების დროს იყნებდნენ, მკვლელები, ყველაფრისგამკეთებლები. ამ სპეცდანიშნულების ,,პოლკში" აჰყავდათ, ბავშვთა სახლიდან, რომლებმაც დედის სითბო და სიყვარული არ იცოდნენ. წინა საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო გადინება ქართველთა ლაშქარმა, უმრავლეს შემთხვევაში ქალები მიდიოდნენ და მიდიან, კაცებისთვის სამსახური ნაკლებადაა, შედეგებს თანდათანობით ვიმკით, მოვიდა თაობები, რომლებსაც სიტყვა ,,სამშობლოზე" ეცინებათ კიდეც. ერთი სული აქვთ, ქვეყანას როდის დატოვებენ. სიმშვიდე ამ შემთხვევაში არაფერს გვარგებს, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, შეძლებისდაგვარად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. დღეს როდამ თევდორაშვილის საუკეთესო ლექსს შემოგთავაზებთ:
გულგრილობამ მოიცვა ქვეყანა. თუ საჩუქრებით და უზალთუნებით არ მიადექი ვინმეს, საქმესაც არავინ გაგიკეთებს, იშვიათების გარდა. მრავალჯერ დავრწმუნდი ამაში
Megi Molodini მეგი მოლოდინის ლექსი წავიკითხე: ,,პოეტ ქალებს" და ექსპრომტიც მომივიდა თავში
ძვირფასო მეგობრებო, ეს ლექსი გეომეტრიული ელემენტებით ,,21-ე საუკუნის პოეზია" ჯგუფში მქონდა დადებული და ჩვენმა ერთ-ერთმა საუკეთესო პოეტმა – როდამ თევდორაშვილიმა ექსპრომტიც მოაყოლა, ძალიან მომეწონა. გთავაზობთ ლექსს ექსპრომტიანად:
შენა ხარ ჩემი გამონათება,
ჩემი სამოთხე, ჩემი ედემი,
რა ვუყო ახლა ამ მონატრებას,
თუმცა ყოველთვის მეიმედები..
შენ იყავ ბაღი, მე ვწვიმდი შენთვის,
რომ დამერწყულა გამშრალი მიწა,
და ვიცი კიდევ მრავალჯერ მეტყვი:
,,შენ გელოდები მე დედამიწა".
ღამე წამოწვა, როგორც ბეხრეკი,
მოსწყინდა თითქოს, ტვირთის ტარება,
სადღაც შორს დარჩა ვარსკვლავ-ედემი,
თანდათან ჩაქრა შუქთმოვანება.
მთვარე ხარ ბადრი, მანათებ სხივებს
და ზოგჯერ ვიჭერ შენს მზერას, გამჭოლს,
სანამ ვარსებობთ და ვსუნთქავთ ვიდრე,
იმის მზეს ვფიცავთ, სადაცა ვსახლობთ.
არ შემოძლია არ დავსვა ტირე,
უცხო ბგერები კლარნეტის - ლორკა,
და გაღვიძება როდესაც მიწევს,
შენი ლექსების ალები მლოკავს..
იუბილეს გილოცავ!
(მაია დიაკონიძე — 60)
ტრიპტიქი — სადღეგრძელო
1. ორი სათავე...
სამოცი წლის რომ გამხდარა ქალბატონი საოცარი,
მსახურია ორი მუზის — სწყალობს ორი სალოცავი,
და ორივეს ამ სალოცავს ჰქვია დედა ღვთისშობელი...
ჰყავს ღვთისმშობლის წილხვედრ ერთა შვილები კი — მას მშობელნი.
2. ქართული ცის ქვეშ...
ლიდა ნენკას * ტკბილ ნანასთან გმფარველობდა ლოცვით ლადა*...
დედის მამის მოსახელე ძმაც თბილისში დაიბადა...
გულის ჭერით ცამაღალო, გწყალობდეს ცით ლექსის ჭერი,
მოშურნე და მოღალატე არ ღირს შენი ფეხის მტვერი.
გლოცავ ორგზის! ხუთი შვილი გაუზარდა სასახელოდ –
უკრაინელ დედას – ქმართან ესამშობლა საქართველო!..
დიდ-პატარას პოეტი ხარ – ნიჭიერი, გონიერი,
ფუნჯის ოსტატს მხატვრად გიცნობს და გაფასებს ორი ერი!
ასმაგორი, ფასტმაგორი,
რა დავარქვა?! მხოლოდ ღორი,
ყველაფერს ჭამს, ვერა ძღება,
მისი არის ესე ნება.
გადაჭამა ყანა, ზვარი,
აღარ დარჩა არსად ზღვარი,
ჰა, და ჩემი ნაბადია,
შეჭამა რაც გვაბადია'
როგორ აღმოჩნდა ცა ცაიტნოტში,
ვეღარ აკრიფა ბნელმა სიჩქარე
და ღამეული ვარსკვლავებიდან,
დღე იშვა, როგორც მთვარის სინათლე.
ცარგვალო, ზეცით დამყურებ,
არც ახამხამებ თვალებსა,
გულს მტკენს ხანდახან სიჩუმე,
ვიხსენებ ძველთ საძვალესა.
წინაპართ სიმამაცესა,
მათ ვაჟკაცობას, გმირობას,
იმათ ფეხნადგამს, გავლილსა,
ყველგან მირონი სდიოდა.
რად გაგვიმრავლდა ბოროტი,
თითო კაც გაგვიდიდკაცდა,
კეთილი დარჩა იოტი,
ისინიც მისცეს მიწასა.
სადღაც, სადღაც, სადღაც, სადღაც,
მე წავედი, ვიღაც დარჩა,