ზოგ არასწორად გადადმულ ნაბიჯს,
ბევრჯერ სიცოცხლის ჰქონია ფასი.
ყველა ასაფრენ ბილიკზე ვიდექ,
მაგრამ ვერაფრით გავშალე ფრთები,
და ახლაც თითქოს თოკებით მიჭერს
სამშობლოს მიწა, ნაზი და ვრცელი.
და მაინც როგორც პეპელას გნატრობ,
როგორც დიდი ხნის უნახავ დედას,
მოდგება ერთ დღეს შავ ზღვასთან არგო,
და ვით მედეა, დაგხვდები გემთან.
ჩამომეღვარე, სხივთა ჩქერალი,
გამივსე გული, სული, თვალები,
გავმხდარვარ შენი გრძნობის მძევალი,
შენს ნაფეხურებს ვეთაყვანები.
და განა ჩემი მშფოთვარე სული,
შენი ლექსების არ იყო გამა?!
ალბათ, გიყვარდი ოდესღაც უწინ,
მინდა, რომ დავრჩე შენს მუზად მარად.
დ ა ვ ა ბ ი ლ ი კ ე!
ძვირფასო მეგობრებო, დავიწყე მუშაობა წიგნზე: ,,ქალთა ისტორიები", ახლა ერთს მოგიყვებით, შეგიძლიათ თქვენებიც მომაწოდოთ პირადში, თუ თვლით, რომ ის (შეიძლება თქვენი ახლობლების ცხოვრების ისტორიებიც გამომიგზავნოთ) მნიშვნელოვანია და აუცილებლად წიგნში უნდა მოხვდეს.
დრო გამახსენა თეთრმა ზამბახმა,
როცა მიძღვნიდი ყვავილთა კონებს,
და თითქოს წელმა ათი ათასმა
შენი სუნთქვა და ხმა მოიყოლეს.
კვლავ გამახსენდა ნანახი სიზმრად,
ჟღერდა ნაზი ხმა დაფდაფის, ბუკის
და განა შენი დანახვა ღირდა?!
მიმატოვებდი ისევე თუკი.
შენ ჩემს მუხლებზე გედო თავი, გიშლიდი კულულს,
მზე ჩადიოდა, წინ გველოდა მცირე სამხრობა,
უნდა გამეშვი, ასე უცებ, ძვირფასო, ნუთუ,
როცა ყურებში ისევ მედგა ბულბულთ გალობა.
შენს ქერა თმებში დავინახე თივის ზვინები,
თვალები შენი საოცარი ლურჯი ტბებია,
და მიკრთის ხელი, ავადა ვარ თითქოს ციებით,
ვგრძნობ, შენთან ყოფნა დედასავით, მომნატრებია.
ვერ გიშვებ, ვერა, მე არ ძალმიძს ამის კეთება,
ჩემი ხარ, ვიცი, სამუდამოდ, ხელი ჩამჭიდე,
და თუ კი ცაში გაიელვებს ელვა–კვეთება,
მე უცილობლად დავახვედრებ მეხის ამრიდებს.
ბაბუ, მახსოვს შენი სიტყვა,
ჩემთვის დარიგებად თქმული,
გულში თბილად მიხუტებდი,
როგორც მერცხალს გაზაფხული.
დაუვლიდი ვაზებს, ყანას,
გახარებდა ტყემლის კვირტი,
მასწავლიდი ანაბანას,
კაცად, ქვეყნის შვილად მზრდიდი.
შენს ამაგს არ დავივიწყებ,
ათენებდი ჩემთვის ღამეს,
მუდამ შენით ვიამაყებ,
გაგიხსენებ, როგორც გამზრდელს.
ვერ გივიწყებ, ჩემო ბაბუ,
თუმცა ცად ხარ, რა ხანია,
ღრუბლებს ცაში ლამაზს, ფაფუკს,
ეგ ღიმილი ახატია..
ბევრჯერ მატირა უშენობის მწარე რეალმა,
შემომხსენ ჯაჭვი, თუ ამ ქვეყნად ვეღარ გიხილე,
შენ ჩემი ღარადელა ხარ!
თუ კი არ გინდა, რომ გაგიქრე, მაგ თვალებიდან,
შენს თვალებში ვძოვ სიკეთის ბალახს,
მერე მოსავალს ყანებად ვიმკი,
ვიცი, არასდროს მაგემებ ღალატს,
წყაროს წყალიდან ალმასად იშვი.
შენ მთხოვე წასვლა!
თუ გინდა, რომ ჩემს თვალებში მზე არ ჩაქრეს,
ციმციმებდეს შუქი მუდამ ზღაპრული,
რომ გიყვარვარ, ყოველ დილას თუ არ მამცნე,
ვერ გახდები ფავორიტი ამ გულის.
სიყვარული თუ ჩემს გულში ლაღ ფრთებს გაშლის,
უარს ვეტყვი მე გადამფრენ ფრინველებს,
ჩემს ბუდეში მე იმდენი თივა ვზიდე,
ნუთუ ისევ თვალს ცრემლი დამისველებს.
მხოლოდ ჩემთან, ამ გულში თუ დაივანებ,
მე მიმღერებ ათასნაირ სიმღერებს,
მაშინ იქნებ მხოლოდ ერთი გაბატონო.
შენს სიყვარულს განა ვერ შევიფერებ?!
,,მეტეორა"--ღრუბლებში მოლივლივე მონასტრები.