.მე ჩემი თვალები გამთქვამენ,
პირდაპირ მზერას რომ გარიდებს,
შეგეხო, ტალღებად მოვიდე
და აღარ დაგიდევ ამინდებს.
დაგივლი სხეულზე თითებით,
ხან მზე და ხან წვიმა ვიქნები,
ერთდები, მთელდები, მიწყდები,
ჩემში მთავრდები და იწყები....
მაია დიაკონიძე
4.05,2022წელი
1. ,,მე ჩემი თვალები გამთქვამენ,
შიგნით რომ სურვილებს მალავენ,
დავარღვევ ზნეობის კანონებს,
ტრფობაზე ფიქრსაც რომ კრძალავენ.
2. ზოგჯერ დაგატყდები გრიგალად,
ხანაც სიოსავით მივწყდები,
მაგრამ სულ დავრჩები იმ ქალად,
რომელიც არ დაგავიწყდება! "
No comments:
Post a Comment