შენ ჩემი ღარადელა ხარ!
შენ ჩემი ღარადელა ხარ,
გულ~მკერდის დამამშვენები...
მსურს შენთან ერთად ვაჭენო
ოცნების ლურჯა ცხენები.
შუქია შენი თვალების,
დღისით მზის, ღამე მთვარისა...
წამკიდებელი ალების,
შამხსნელი გულის კარისა!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
22. 05. 2022 წელი
No comments:
Post a Comment