შენ მეტყვი!
ცაში ასაფრენად ფრთები გამოვისხი,
ამაღამ ზეცაში ხომ უნდა ვიფრინოთ,
მსურდა ამომეხსნა ტრფობის ალგორითმი, –
მიწაზე ეხარა მოცისფრო ღიღილოდ.
შენს თვალებს იების ნათელი მოჰფენია,
შუაგულს ვარსკვლავნი ბრწყინავენ,
შენ მეტყვი: ,,ლამაზო, ნაზო ოფელია,
ნუთუ თვითმკვლელობა არ ინანე?!"
მე კი ღამის ლანდებს ქროლვით დავეწევი,
იმედის კოშკი რომ ვუშენო,
გიამბობ, თუ როგორ მოვკვდი და ვეწამე,
გული განმიქარდა უშენოდ.
მაია დიაკონიძე
15.05.2022წელი
No comments:
Post a Comment