Wednesday, May 25, 2022

 ბაბუ, მახსოვს შენი სიტყვა, 

ჩემთვის დარიგებად თქმული,

გულში თბილად მიხუტებდი,

როგორც მერცხალს გაზაფხული.

დაუვლიდი ვაზებს, ყანას,

გახარებდა ტყემლის კვირტი,

მასწავლიდი ანაბანას,

კაცად, ქვეყნის შვილად მზრდიდი.

შენს ამაგს არ დავივიწყებ,

ათენებდი ჩემთვის ღამეს,

მუდამ შენით ვიამაყებ,

გაგიხსენებ, როგორც გამზრდელს.

ვერ გივიწყებ, ჩემო ბაბუ,

თუმცა ცად ხარ, რა ხანია,

ღრუბლებს ცაში ლამაზს, ფაფუკს,

ეგ ღიმილი ახატია..







No comments:

Post a Comment