Wednesday, May 11, 2022

მოდი, ყურში მიჩურჩულე... (სატრფიალო)

 სიმღერა

მოდი, ყურში მიჩურჩულე, ,,მიყვარხარო",
იცი, როგორ ველოდები ამას...
შემოვისხათ ანგელოზთა ნაზი ფრთები,
შევუერთდეთ გალაქტიკის გამას.
მხრებზე ხელი შემომხვიე, გამიშალე
ოქროს სხივით მოსირმული თმები,
ამ სივრცეში ნურაფერს ნუ გაიოცებ,
ზღაპარია ირგვლივ ყველაფერი.
მაია დიაკონიძე
11.05.2022წელი
ძველი ფოტოებიდან

No comments:

Post a Comment