სანთლებად ვინთებ!
სანთლებად ვინთებ შენს სახეს ჩემში,
ვხედავ ტირილიც უკვე არა ღირს,
გარშემო ყრია ყვითელი ძენძი,
ჩუმად უხდიან ფოთლებს პარაკლისს.
შენს სახელს ვამბობ ასჯერ, ათასჯერ,
ქუჩებს ედება მზის სხივი მცხრალი,
არ დაუჯერო, მეტყვის, არავის,
არ ეყვარები ასეთი ძალით.
და თუ კი სურხარ, მისი ხარ წერა,
დაღალულ მხრებზე ხელებს დაგაწყობს,
და ჩაგეხვევა ვულკანი ეტნა,
შენც დაუხვდები მზად იმ ქარაშოტს,
წაგლეკავს ლავა დიდი გრძნობების,
და რომ გადიდდე თუნდაც სულ მისხლით,
სიგიჟეს ვნების ქარი მოდენის
და შეერევა სისხლიდან სისხლში.
მაია დიაკონიძე
23.05.2022წელი
No comments:
Post a Comment