Monday, May 16, 2022

იმედი (სატრფიალო)

მაგ თვალებში ვარსკვლავების ცვენას, 
დამანახებს, ალბათ, მაღლა ღმერთი,
მანამ ქარი ჩემს ოცნებებს წეწავს, -
ჩემთან იყავ, ჩემთან, აქ, ჩემს გვერდით.
აივსება სიყვარულით გული,
სირინოზთა სიმღერების ხმებით,
იმედია, არ იქნება გვიან,
ჩემს ლამანჩელს გელი თეთრი ცხენით. 



No comments:

Post a Comment