Wednesday, May 4, 2022

შენ საბანი მომახურე (სატრფიალო)

შენ საბანი მომახურე სიყვარულის,

გავეხვიე ყვავილების ჩითებში,
ამ გრძნობებით ისე ვიყავ გათანგული,
გავხსენ, რაც რომ წამოვიღე მზითებში.
ზანდუკიდან ამოვაწყვე ლალის თვლები,
ფირუზები, ლურჯი ზეცის თვალები,
მარგალიტი, თეთრ მძივებად აკინძული,
წაგიკიდე ძოწ-მარჯანის ალები.
დავიბენი ზურმუხტებად, ალმასებად,
გიშრებად და ათას ფერთა კვეთებად,
მინდოდა რომ შენი გულის ფეთქვა მეგრძნო,
შენ კი ჩემი მძაფრი სულისკვეთება.







No comments:

Post a Comment