Monday, May 16, 2022

მე რომ ვტირივარ (სატრფიალო)

 მე რომ ვტირივარ, ნუთუ შენთვის არაფერია,

ჩემს გულში სევდის ფერიები ჩანგზე მღერიან,

თითქოს კლდეებში იწროებში მწყურია გავლა,

სხეულის გვემა სულიერზე რომ იდგეს მაღლა.

სისხლი მდიოდეს ფეხებიდან, კლდის ქიმზე დავრჩე,

ხორცის ტკივილი იქნებ სულის ტკივილსაც არჩენს,

ზეცად წამიღოს ლურჯმა რაშმა, მზემ მინდა დამწვას,

გადაეყრება ჩემი ფერფლი ამ წყეულ გზასაც.






No comments:

Post a Comment