Friday, May 13, 2022

თავი ხომ არ მოგაბეზრე?! (სატრფიალო)

სიმღერა
თავი ხომ არ მოგაბეზრე, ნეტავ, ვაჟო,
უცნაური სიყვარულის ახსნით,
თუ შემიპყრო იმ ყვავილთა ძველმა ჯადომ,
რუდუნებით რომ გიზრდია ბაღში.
ლავანდების სურნელებამ დამათრო და
ნისლებისკენ გავუყევი ბილიკს,
ისევ შენი თვალები მაქვს მანათობლად,
ველოდები მაგ ჯადოსნურ ღიმილს.
მაია დიაკონიძე
13.05.2022წელი







No comments:

Post a Comment