Monday, May 9, 2022

ის თვითონ ლექსია... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

ის  თვითონ  ლექსია...

 1. სიზმრის ფერია ხარ,

ცისკრის სხივთა კონა,

ნეტავ ეხლა შენთან

ტკბილად ჩამაკონა.

2.სხეული სხეულს რომ

შეერწყმის რიტმებით, —

ის  თვითონ  ლექსია

ლამაზი  რითმებით.

3. როდემდის  ვაშენო

კოშკები  ოცნების

და  ცისარტყელები 

გიგზავნო  კოცნების?

4. თუმც  სხვისგან  არ  ვითხოვ 

მოსმენა — გაგებას,

ბევრნი  დამიწყებენ

დატუქსვა — ძაგებას.

5. ,,სხვა  რომ სხვის  განსჯაში 

ყოველთვის  ბრძენია",

ეს  ჩვენი  სამყაროს 

უცვლელი  სენია.

6. P.S. თუკი  ტრფობამ   მეფე

მონას  დაამონა, 

ნეტავ  ვინც  მე  მინდა,

იმას  ჩამაკონა.

 

ელგუჯა   ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 8. 05. 2022 წელი


No comments:

Post a Comment