Sunday, May 22, 2022

შენ ამ გულში


შენ ამ გულში უცხო მგზავრი ჩამისახლდი,
დღისით თვალში მზის თეთრ კურდღლებს მანათებ,
ნეტავ, როგორ მივაწიო ხვალ დილამდის,
ღამე სახე სულ ცრემლებით დავნამე.
დავდიოდი ბნელ ქუჩებში ლანდი მარტო,
გამოვცალე სიყვარულის ფიალა,
ჩემი გრძნობა მინდა შენ ერთს რომ მოგანდო,
მაგრამ იქნებ სხვა  გყავს გულში ტრფიალად.






No comments:

Post a Comment