Wednesday, May 4, 2022

სამშობლოს! (პატრიოტული)

 როგორ მიყვარხარ, თვითონ არ იცი,

შენი შვილი ვარ, შენი ბადიში,

შენს ჩქერალებში მზის სხივად ვიშვი,

ჩემთან ხარ მუდამ, ცხადში თუ ფიქრში..

ვინ და ან რა ხარ, სამშობლოვ, ჩემთვის?!

მე ერთი ტოტი, შენ ნათლის სვეტი,

ჩემი სამღერი ,,შენ ხარ ვენახი!",

ამონაკვნესი ერთი მეარღნის,

შენ ხარ გუთანი და რკინის კევრი,

მიწა ხარ ჩემი, ცოტა თუ ბევრი,

ჭალა ხარ, კლდე და ნახტომი ჯიხვის,

ნეტავ კი ვიყო მე შენი ღირსი.

შენ მედეა ხარ, მკურნალი ქალი,

დალალდაყრილი ქალღმერთი დალი,

სვეტიცხოველიც შენ ხარ და ბანაც,

მაინც მკლავმოჭრილ დიდოსტატს ჰგავხარ.






No comments:

Post a Comment