Saturday, May 7, 2022

ნუ იტყვი (სატრფიალო)

 ნუ იტყვი, რომ ჩემს დიდ მოლოდინს  არა აქვს აზრი,

სულში კელაპტრად დამინთია შენი თვალები,

და ასი წელიც  რომ გავიდეს, მოგძებნი ქარში,

შეგხვდები, ალბათ,  დაღლილი და ნაფერმკრთალები.

განა დიდ გრძნობას კი სჭირდება ,,ბრავო" და ,,ტაში"?!

ჩვენი სულები ცას ასწყდება ლურჯი რაშებით,

და ალიონი როცა თავის მსუბუქ ფრთებს გაშლის,

ნიავთან ერთად ჩვენც მზეწვიებს დავემგზავრებით.




No comments:

Post a Comment