Wednesday, May 4, 2022

ყველა წამში ხომ მწამხარ და მწამდი (სატრფიალო)

შენკენ მოსასვლელ გზებს ვეძებ ისევ,

სევდით სავსეა ყოველი წამი,
ვერ დავეწევი ნუთუ ამ ფიქრებს,
ყველა წამში ხომ მწამხარ და მწამდი.
სანამ არსებობ, მეც მინდა სუნთქვა,
შენ ნათქვამ სიტყვებს მომიტანს ქარი,
და გამოვყვები ღამის ბნელ ქუჩას,
სიზმრის ქურანა მომაფრენს მარდი.
როგორცა მწამდი, ისევე მწამხარ,
როგორც მიყვარდი, მიყვარხარ ისევ,
მხოლოდ დამაკლდა რატომღაც თვალთა
და კვლავ დრო-ჟამთან ჭიდილი მიწევს..


No comments:

Post a Comment