Thursday, May 26, 2022

ვოი, საქართველო

გულგაუხარელ მამებს ვერ იტევს საქართველო,
გულგაუხარელ დედებს ვერ იტევს საქართველო,
არშეუმდგარ თუ ვერშეუმდარ ცხოვრებას სთავაზობს საქართველო
ჩვენს პატარა თუ დიდ შვილებს, ვოი, საქართველო...

სულში ნაღველით გაპოხილ ფიქრებს გვადევნებს საქართველო,
ზურგში მოგვჩერებია და დაბრუნებას გვთხოვს საქართველო,
ბაღებების და ვენახების სურნელს გვიგზავნის საქართველო
თავის გადაკარგულ, ბედდამწვარ შვილებს, ვოი, საქართველო...

მისიაშესრულებული ჩამოვალთ, საქართველო,
შენგან დაშორების ტკივილით სავსენი ჩამოვალთ, საქართველო,
ბედ-იღბალს მოვუწყობთ ჩვენს შვილებს, საქართველო,
მაგრამ იარსებებ კიდევ საყვარელო?! ვოი, საქართველო.









No comments:

Post a Comment