სიმღერა
ჩემს სულში რომ ამოსულხარ ფიფქის მთებად,
თავზე ფიფქებს ვარსკვლავებად მაყრი,
ნუთუ ისევ თოვლიანი, ზამთრის დღეა,
შენთან ერთად ვლაღობ გულით ბალღი...
თუ ბავშვობა სულ ერთი დღით დაგვიბრუნდა,
სულ ერთი დღით ჩამომეხსნა სევდა,
თოვლის ფიფქი ვხედავ ცოტა გადიდგულდა,
შენთან ერთად რომ მიხილა დღესაც.
მაია დიაკონიძე
14.05.2022წელი
ბორჯომში ხიდზე
No comments:
Post a Comment