სიმღერა
მე შენი დარდი ჩემად ჩავთვალე
და შევსვი ცრემლი შენი თვალების,
მინდა რომ ვიყო შენი სამარე,
შენი მზე, მთვარე და ვარსკვლავები.
შევხედო შენი სულის განთიადს,
შევეხო ხელით ტურფა დაისებს,
შენს გულში მუდამ ცეცხლი ანთია,
ბნელს რომ ანათებს, სხივს რომ დაიჭერს.
დაგელოდები ასი წლის მერეც,
კვლავ შევეგებოთ თბილისს დარდიანს,
იქნებ, სადღაც შორს შენც სუნთქვით მეძებ,
ის არის მხოლოდ, რაც მაბადია.
და დაგიხვდები, როგორც მდინარე,
ჩემს კალაპოტში მოდი დავანდი,
ოღონდაც ერთხელ სცადე, მინატრე
და მოგეცემა ღვთისგან ტალანტი.
მაია დიაკონიძე
29.05.2022წელი
No comments:
Post a Comment