შენ მთხოვე წასვლა!
როცა ქარები ჩაიქროლებენ,
ვიგრძნობ შეხებას შენი თითების,
ჩამოეშვება კისერზე, მხრებზე
ღარადელები ნაზი იების.
შენ დამიძახებ, ჩურჩულით მიხმობ,
უსასრულობის ერთ-ერთ ნაპირთან
და ჩაუხჩება სადღაც ხმა იორს,
ტირიფი მეტყვის იქვე სამძიმარს,
რომ შენ წახვედი და მიმატოვე,
შენ მთხოვე წასვლა და მეც გაგიშვი,
ალბათ მოგბეზრდა ეს სიახლოვე,
შხამით შევივსე დღეთა სასმისი.
მაია დიაკონიძე
22.05.2022წელი
No comments:
Post a Comment