თუ გინდა, რომ ჩემს თვალებში მზე არ ჩაქრეს,
ციმციმებდეს შუქი მუდამ ზღაპრული,
რომ გიყვარვარ, ყოველ დილას თუ არ მამცნე,
ვერ გახდები ფავორიტი ამ გულის.
სიყვარული თუ ჩემს გულში ლაღ ფრთებს გაშლის,
უარს ვეტყვი მე გადამფრენ ფრინველებს,
ჩემს ბუდეში მე იმდენი თივა ვზიდე,
ნუთუ ისევ თვალს ცრემლი დამისველებს.
მხოლოდ ჩემთან, ამ გულში თუ დაივანებ,
მე მიმღერებ ათასნაირ სიმღერებს,
მაშინ იქნებ მხოლოდ ერთი გაბატონო.
შენს სიყვარულს განა ვერ შევიფერებ?!
No comments:
Post a Comment