Tuesday, May 31, 2022

პოეტს!

პოეტს!
არავის ჰგავხარ, არავის ჰგავდი,
მხრებზე გეკიდა სამყაროს ტვირთი,
ჰეგელი იყავ, პლატონი, განდი,
ვარსკვლავი იყავ მცირე თუ დიდი.
არავის ჰგავხარ, არავის ჰგავდი,
მეგონე ციცქნა სამოთხის ჩიტი,
თურმე მთისხელა ატარე დარდი...
ჩიტი კი არა, ყოფილხარ მითი.
მაია დიაკონიძე
31.05. 2022წელი

No comments:

Post a Comment