Saturday, May 28, 2022

შენ ჩემს მუხლებზე გედო თავი (სატრფიალო)

 შენ ჩემს მუხლებზე გედო თავი, გიშლიდი კულულს,

მზე ჩადიოდა, წინ გველოდა მცირე სამხრობა,

უნდა გამეშვი, ასე უცებ, ძვირფასო, ნუთუ,

როცა ყურებში ისევ მედგა ბულბულთ გალობა.

შენს ქერა თმებში დავინახე თივის ზვინები,

თვალები შენი საოცარი ლურჯი ტბებია,

და მიკრთის ხელი, ავადა ვარ თითქოს ციებით,

ვგრძნობ, შენთან ყოფნა დედასავით, მომნატრებია.

ვერ გიშვებ, ვერა, მე არ ძალმიძს ამის კეთება,

ჩემი ხარ, ვიცი, სამუდამოდ, ხელი ჩამჭიდე,

და თუ კი ცაში გაიელვებს ელვა–კვეთება,

მე უცილობლად დავახვედრებ მეხის ამრიდებს.





No comments:

Post a Comment