Monday, June 7, 2021

შემომხვიე ხელი (სიმღერა, სატრფიალო, შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

 შორი-შორს ვართ, განშორება მიჭირს,

ციდან ღამე შავ მანტიას მიწვდის,

- შემოვისხამ, მომაწოდე ძმურად, -

ვეტყვი ღამეს სევდიანი ფიქრით.

ის თუ მიგებს, დღემდის მიერთგულა,

ვარსკვლავები ჩამომიღო ციდან,

- დაიკარი, -  მითხრა მტკივან მკერდზე,

მოთმინება დამახურა ქუდად.

მე კი გიხმობ, იმ კუნაპეტ ღამეს

ბედნიერმა მთვარემ ამოცურა,

ახლაც იმას გამოყევი, მეგზურს,

გავაბრწყინოთ ზეცა ძველებურად.

ვიცურაოთ ლურჯ მელნისფერ ტბაში,

გადავაჭდოთ ჩვენ ერთმანეთს ყელი,

ვითომ დღე ხარ, მე კი -  შავი ღამე,

შემომხვიე, შემომხვიე ხელი.






No comments:

Post a Comment