სულში, გულში ქარიშხალი მღერის,
გარეთ ვხედავ მაისი რომ ვარდობს,
შემომაფრქვევს ყვავილს ნატკენ გულზე,
უნდა დარდი, ტანჯვა გამიქარვოს,
მაგრამ მაინც უძიროა სევდა,
შიგ დამდგარა ნაღვლის, ცრემლის ტბები,
ამოვაწობ შიგნით კალამს, ფუნჯსაც,
მთვარე უნდა დაგიხატო, გზები,
რომ წამოყვე, მომაშურო მტირალს,
არ შეყოვნდე, მოდიოდე გზნებით,
იქნებ ერთხელ დაგინახო კიდევ,
ამოსუნთვა დამრჩა ერთადერთი.
No comments:
Post a Comment