მინდა
ჩაგისუნთქო როგორც საუკუნო მთის ნიავი,
ჟასმინის
და ცაცხვის ნაზავს ემატება შენი კანის,
შენი
თმების სურნელებამ და ტანისამ გამაგიჟა,
თვალთა
შენთა გამონაშუქს ემატება ზე მთვარისა.
ოხ,
როგორმა უძლურებამ შემიპყრო და მასამარა,
ვაი,
თუ შენ არ გიყვარვარ, ისე ძლიერ, ისე მძლავრად,
რომ
ამ ჩვენი სიყვარულით მთლად შეიძრას ზენარეთი,
სიყვარულით
დატანჯული ყველა აღდგეს ხმელზე მკვდრეთით.
აღარ
ვიგრძნობ მაშინ მე თავს უმწეოდ და დაჩაგრულად,
ჩემს
გულშიაც გაწვიმდება, გაბრწყინდება მზისაგულა
და
როდესაც წვიმა მორწყავს დედამიწას, ბროლის თვალი -
ჩემი
გული ნუშს მოისხამს, გაზაფხულის სუნით მთვრალი.
No comments:
Post a Comment