შენი ხელიდან პურის გულის ნამცეცებს ვკენკავ,
მაშინ ვართ ერთად, თავს აღარ ვგრძნობ მარტოდ და კენტად,
შენი ხელიდან როცა პურის ნამცეცებს ვკენკავ.
შენ ვინა ხარ, და მე ვინა ვარ, პატარა ჩიტი,
ლურჯი თვალები მოგიპყრია ჩემს ბედისწერად,
ამაო არის, ვგონებ, შენზე ოცნება, ფიქრი,
მაინც მიყვარხარ, რომ იცოდე, ყველაზე მეტად.
No comments:
Post a Comment