ერთგულებით
და სიყვარულით მიცქერის მთვარე,
თან
რომ დამყვება ფეხადაფეხ ცხოვრების გზაზე,
ის
მათამამებს, შემომაცმევს ატლასს და ფარჩას,
მახსენებს
იმ დროს, რომელიც რომ ხიდგაღმა დარჩა.
ფერგამკრთალი
და ფითრიანი შორიდან მიმზერს,
რომ
მესაუბროს სიყვარულზე, ვერ ხედავს მიზეზს,
ასე
ჰგონია, მის შესახებ მე უკვე ვიცი,
მე
კი არ მჯერა არავისი ფიცის და მტკიცის.
ერთ
დროს ღალატით დაუნდობლად მომიკლეს გული,
გამხდარა
ცივი, უგრძნობელი და უსახური,
გულგრილობაა, ახლა რაც მას წამლავს და კვებავს,
მაგრამ
მთვარეო, შენზე ფიქრებს მაინცა ვბედავ.
No comments:
Post a Comment