სიო,
სიო, მომეფერე,
ამიქროლე,
ჩამიქროლე,
ვიცი,
არ ვარ უკვე ბალღი,
თავს
მაგით ვერ მოგაწონებ,
არც
სიანცე არ შემშვენის,
აღარა
მაქვს კიკინები,
რომ
მომქაჩო, გამათრიო,
გახსოვს,
როგორ ვტიტინებდი,
ახლა
ხმაც კი გამებზარა,
კანს
ატყვია ნაოჭები,
თვალებიც
კი ის არაა,
სარკეს
ვუცქერ გაოცებით,
მაგრამ
მაინც, ცელქო სიო,
ამიქროლე,
ჩამიქროლე,
ჩემი
ნაზი ბავშვობა და
სილამაზე
მომაგონე.
No comments:
Post a Comment