სიყვარულმა სულ არ იცის დახანება,
გესტუმრება, შენ არ იცი, როდის,
არ არსებობს მისთვის არც დღე, დაღამება
და ვერ იტანს ჭიანურს და ლოდინს.
გაგიტაცებს ზევით ცაში და გაგაფრენს,
ხან კი მწარედ დაგანარცხებს ძირსაც,
მაინც გვინდა, ვიყოთ უფრო სასურველი,
ჩვენც გვიყვარდეს, შემოგვხარის ვინაც.
No comments:
Post a Comment