გამიმზადე, ჩემო მკვლელო, ედემი,
ჩემს თავს უკვე, ვხედავ, ვეღარ ვერევი,
ფაიტონზე შემომისვი მტრედები.
სამოთხეში იმით უნდა წავიდე,
ჩიტები კი უკან დაბრუნდებიან,
მოიტანენ, ალბათ, ამბავს შენთვისაც,
ლამაზ თვალებს აშუღი მოკლებია.
შენ იცოცხლე ას და ათას წელიწადს,
ღვინის გემო მხოლოდ ახლა გავიგე,
ფაიტონს რომ გამიმზადებ, მეტყვი: - წად...
ჟანეტ-ჯან, იქ ოქროს კოშკსაც აგიგებ.
No comments:
Post a Comment